კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მიწისძვრის გამო, საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს

ნახვები: 397 საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მიწისძვრის გამო, საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მიწისძვრის გამო, ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს.

„თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა