კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

ნახვები: 438 საქართველოს ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

საქართველოს ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს.

ცვლილებების გათვალისწინებით, პირველ ვიცე-პრეზიდენტს დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტების მსგავსად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საბჭოში სამი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა