პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მთავრობა მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს

ნახვები: 422 მთავრობა მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს

მთავრობა მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ურბანული განახლების პროექტები 10 რეგიონსა და ქალაქში ჩატარდება.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა, წელსვე გვინდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ქალაქები, როგორიცაა: ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ და ამის თაობაზე ბატონი ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, "რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს".

"მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში დადებითი დინამიკა იყოს შენარჩუნებული, ეს ტემპები კიდევ უფრო უნდა შევინარჩუნოთ და მეტად დავაჩქაროთ ყველა მიმდინარე პროექტი და ჩვენი მოლოდინია, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი", - თქვა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა