კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა ხაჭაპურიძე - ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მითუმეტეს, დირექტორად

ნახვები: 735 შალვა ხაჭაპურიძე - ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მითუმეტეს, დირექტორად

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი - ბოლო 10- წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მითუმეტეს, დირექტორად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ნინო ნადირაძის კავშირი შპს „ვივამედთან“ წერილობითი სახის მტკიცებულებით არ დასტურდება.

„აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლო, სამედიცინო და ფსიქიატრიული კომისიური ექსპერტიზის დასკვნასთან პირდაპირ, ან ირიბთან დაპირისპირებული რაიმე დოკუმენტი, გარდა სეებ-ის(სამხარაულის ეროვნული ბიურო) 24.01.2023 წლის და მოქალაქე ნინო ნადირაძის ჩვენებისა, რომლის რაიმე კავშირი შპს „ვივამედთან“ არ დასტურდება რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულებით. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი- ბოლო 10- წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება არანაირ თანამშრომლად კლინიკა „ვივამედში“, მითუმეტეს, დირექტორად. ხოლო, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამგვარი სახელისა და გვარის პირი რეგისტრირებული არ არის აღნიშნული კომპანიის დირექტორად“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა