კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

ნახვები: 470 „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ყოველდღიურად გვექნება აქტივობები. ყველას მოგაკითხავთ, ვინც ქვეყანას უკლავთ ევროპულ მომავალს. დაიმახსოვრეთ, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება, ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. "ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს არანაირ განხილვებში მონაწილეობის მიღებას და არანაირ თამაშებში შეყოლას "ქართულ ოცნებასთან".

ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას. პარტნიორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა