კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - კარგად დაიმახსოვრეთ: დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება

ნახვები: 554 ლევან ხაბეიშვილი - კარგად დაიმახსოვრეთ: დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იგეგმება საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშავებენ, რათა „გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე“.

ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სასჯელის გადავადების შესახებ არ დააკმაყოფილა.

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა შეასრულოს პუტინის დავალება და პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს გამოუტანა ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი. შესაბამისად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა. დღეის ამას იქით, ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ ამას პრემიერ ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს.

ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე და მე მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს და ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე დაიგეგმება ხვალ მათთან ერთად რაიონებში, რეგიონებში აქტიურობები.

მესამე და მნიშვნელოვანი, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ასევე ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან შეხვედრებს და კონკრეტული კომუნიკაციების დამყარება უკვე დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე, რეჟიმზე, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

ასევე დღეს, გვექნება კონკრეტული აქტივობები და ასეთივე აქტივობები გვექნება ყოველდღიურად. ყველგან მოგაკითხავთ ის ადამიანები, ვისაც თქვენ ჩაგრავთ და ვისაც თქვენ უკლავთ ევროპულ მომავალს. ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება, ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს არანაირ განხილვებში მონაწილეობის მიღებას და რაღაც თამაშებში შეყვეს „ქართულ ოცნებას“.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე და როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს შევხვდებით, სწორედ ამიტომ შევხვდებით, რომ ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ იძულებულები ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ. ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა