კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს

ნახვები: 438 რუსეთის ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს

რუსეთის საოკუპაციო ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ახორციელებს ხუთი მიმართულებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოველდღიურ მიმოხილვაში.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.

„ოკუპანტები კვლავ დანაკარგს განიცდიან. დაჭრილების რეაბილიტაციისთვის, სამოქალაქო პირებს ამოფარებულმა მოწინააღმდეგემ მორიგი სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო ხერსონის ოლქში. კაირის ფსიქონევროლოგიური სახლ-ინტერნატის პირველ სართულზე განათავსეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროები, სამოქალაქო პაციენტები კი სხვა სართულებზე გადაიყვანეს“, – ნათქვამია გენშტაბის შეჯამებაში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა ექვსი სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 75-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ძირითადად, ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით. არის მსხვერპლი მოქალაქეებს შორის.

უკრაინის ძალებმა 17 დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რაიონებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა