კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თურქეთში საქართველოს ელჩი - ჩვენი მოქალაქეები, რომლებზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ იყვნენ დაკარგულები, პრაქტიკულად ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ

ნახვები: 538 თურქეთში საქართველოს ელჩი - ჩვენი მოქალაქეები, რომლებზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ იყვნენ დაკარგულები, პრაქტიკულად ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოუწოდებს სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

როგორც გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, ნაპოვნია. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე.

„როგორც ამ წუთისთვის ცხადდება, 1700-ზე მეტია გარდაცვლილი, დაზიანებული უკვე 9 000-მდე ადის. 4000 სახლია დანგრეული. სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოქალაქეა გარდაცვლილი. ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად გვაქვს კავშირი. ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ იყვნენ დაკარგულები, პრაქტიკულად ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან და პანიკის გარეშე, რადგან ვითარება საკმაოდ მძიმეა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საშუალებები არსებობს. ანუ, სავარაუდოდ, მოქალაქე უნდა წავიდეს უკან, საქართველოში, თუა დანგრეული აქვს სახლი, სამსახური დაკარგული აქვს და ა.შ. როგორც მინიმუმ, საჭიროა რაღაც ინფორმაცია, რათა დავაკვალიანოთ და რჩევა მივცეთ, მომავალში რა უნდა გააკეთოს და რა სიტუაციაა მის ირგვლივ. ასევე, მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ საბუთები, პასპორტები, მოგვაკითხონ ჩვენ ან ტრაბზონს. თუ ვერ მოდიან ჩვენამდე, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა დავეხმაროთ აქ ჩამოსვლამდე, ანკარამდე, სტამბოლამდე ან ტრაბზონამდე, რადგან არის სამი გზა საქართველოში მოსახვედრად – სტამბოლი, ტრაბზონი და ანკარა. ანკარიდან და სტამბოლიდან არის პირდაპირი რეისები, ტრაბზონიდან – სახმელეთო გზა სარფისა და ვალეს მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა