კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლო პარტიას

ნახვები: 514 ნიკა მელია - ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლო პარტიას

რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელია სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით სახელისუფლო პარტიას შეუქმნიან კომფორტს.

„პარტია პარლამენტში თუ რჩება, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლო პარტიას“, – წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს საქართველოს პარლამენტში, სადაც განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა