კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვახტანგ მეგრელიშვილი - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე განცხადება უკვე კლოუნადას ჰგავს

ნახვები: 520 ვახტანგ მეგრელიშვილი - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე განცხადება უკვე კლოუნადას ჰგავს

„გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თაობაზე განცხადება უკვე კლოუნადას ჰგავს.

როგორც ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში ჩამოსვლაზე „ქართული ოცნების" შეცდომის გადაფარვის საშუალებაა, რათა პოლიტიკურმა მხარეებმა იმაზე კი არ იმსჯელონ, რომ ხელისუფლებამ მთლიანი ოპოზიციური სპექტრი „გადააგდო" და საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემს, არამედ განხილვის საგანი იყოს, რომ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის აღკვეთის სახით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას გრანდიოზულ საფრთხეს აცილებს.

„წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი უკვე კლოუნადას ჰგავს. როგორც ერთ ადამიანს, ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ - არა, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მინდა, ამ ქვეყანაში მიმდინარეობდეს. სინამდვილეში, ორივე პოლიტიკური ძალის სიცოცხლის წყაროა მეორე მხარე. რომ არა ეს განცხადებები, „ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ თემაც არ ექნებოდა" - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა