პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

შალვა პაპუაშვილი: ეს რეგულაცია ხელს შეუწყობს პარლამენტის შიგნით ჩვენს თანამშრომლობას

ნახვები: 465 შალვა პაპუაშვილი: ეს რეგულაცია ხელს შეუწყობს პარლამენტის შიგნით ჩვენს თანამშრომლობას

მედიასაშუალებების აკრედიტაციის საკითხს რაც შეეხება, თავისთავად, ეს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. ერთ რამეს მოგიწოდებთ, საკითხებს, რომელსაც პოლიტიზება არ სჭირდება, ნუ დაიწყებთ ამის პოლიტიზებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიააკრედიტაციის წესის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მედიააკრედიტაციის წესი დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. მისი თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რათა პარლამენტში იყოს სამუშაო ატმოსფერო და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მედიისთვის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

„რეგულაციებს რაც შეეხება, ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას. პარლამენტის შენობა არ არის საჯარო სივრცე. ეს არის დაწესებულება, ორგანიზაცია, სადაც მედიის საქმიანობისთვის საჭირო არის შესაბამისი დაშვება/ნებართვას. აბსოლუტურად ყველა პარლამენტში ამას აკრედიტაციის სახე აქვს და ეს აკრედიტაცია თავისთავად გულისხმობს შესაბამისი ქცევის წესებს. დეპუტატებს, ოპოზიციას მოგმართავთ, კიდევ ერთხელ, თუკი ვინმეს აქვს კრიტიკული წარმოდგენა აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით, აქ არის ორი პრინციპი და ორი სიკეთე, რომელიც ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ. ერთი, ეს გახლავთ საზოგადოების ინტერესი, რომ ჰქონდეს ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით და მეორე ინტერესი გახლავთ, რომ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, მის ვიზიტორებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო. ეს არის ორი ინტერესი და სწორედ, ამ ინტერესების შეფარდებით იქნა ეს რეგულაცია მიღებული. მოგიწოდებთ ყველას, ეს კეთდება განსაკუთრებით თქვენთვის, რადგან ერთი მხრივ, უნდა იყოს სამუშაო ატმოსფერო, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მედიას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საზოგადოებისთვის.

მედიას გუშინ პირადადაც განვუმარტე ამ რეგულაციისა და აკრედიტაციის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია, პირიქით, ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით და სამუშაო ატმოსფეროს უზრუნველყოფას. არა მხოლოდ დეპუტატებისთვის, არამედ აპარატის თანამშრომლებისთვის და, ასევე, ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა