კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქართველი მაშველები თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ

ნახვები: 571 ქართველი მაშველები თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ

ქართველი მაშველები უკვე ჩაერთნენ თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

„როგორც ჩვენ ვიცით, ისინი უკვე ადიამანის პროვინციაში არიან, სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, მათთან გვაქვს კონტაქტი და გადამღები ჯგუფები მიდიან, რათა ასახონ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები“, – აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, რამდენად არის საკმარისი რესურსი ადგილზე მობილიზებული, ელჩმა განაცხადა, რომ მთელი ძალისხმევა მიმართულია ამ რეგიონისკენ.

„როგორც პრეზიდენტმა, ერდოღანმა განაცხადა, მთელი ძალისხმევა არის მიმართული ამ რეგიონისკენ, ჟანდარმერია, ჯარი, პოლიცია, ყველა არის მიმართული. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოვეხმაურეთ მოწოდებას და ჩამოვედით მყისიერად. 17 ქვეყნის სამაშველო ბრიგადა, ზოგი ჩამოვიდა, ზოგი დღეს და ხვალ იქნება თურქეთში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 70-ზე მეტი ქვეყანა გამოეხმაურა და მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენთვის მნიშვნლეოვანია ის, რომ ახლა არის ზამთარი, რთული პირობებია რეგიონში, მთაგორიანი რელიეფია და აუცილებელია მყისიერი ჩართვა. ჩვენი მაშაველები უკვე ადგილზე არიან და დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.  მთლიანად სტიქიის არეალი არის ორი საქართველოს ხელა ტერიტორია, სადაც მოხდა მიწისძვრა, აქედან გამომდინარე, გასაგებია, რა მასშტბური სამუშაოებია გასატარებელი ამ რეგიონში“, – აღნიშნა ელჩმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა