Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ჯო ბაიდენი - ჩვენ ორ წელიწადში შევქმენით იმაზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა შექმნა ოთხი წლის განმავლობაში

ნახვები: 515 ჯო ბაიდენი - ჩვენ ორ წელიწადში შევქმენით იმაზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა შექმნა ოთხი წლის განმავლობაში

ჩვენ შევქმენით 12 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, ორ წელიწადში იმაზე მეტი სამუშაო ადგილი, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა შექმნა ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, ორი წლის წინ „კოვიდმა“ დახურა ბიზნესები, სკოლები და ქვეყანა გაძარცვა, თუმცა დღეს „კოვიდ-19“ ამერიკელების ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორი წლის წინ ქვეყანაში დემოკრატიას სამოქალაქო ომის უდიდესი საფრთხე შეექმნა, თუმცა გაჭირვებისა და გამოწვევების მიუხედავად, „დემოკრატია კვლავ გაუტეხელია“.

ჯო ბაიდენმა ახალი სტანდარტები გამოაცხადა, რომელიც მოითხოვს, რომ ფედერალურ პროექტებში გამოყენებული ყველა სამშენებლო მასალა ამერიკაში უნდა იყოს დამზადებული.

აშშ-ის პრეზიდენტი „მილიარდერის მინიმალური საშემოსავლო გადასახადის“ მიღების ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ არცერთი მილიარდერი არ უნდა იხდიდეს უფრო დაბალ გადასახადს, ვიდრე სკოლის მასწავლებელი ან მეხანძრე.

ჯო ბაიდენმა კონგრესმენებს თავდასხმითი იარაღის აკრძალვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში მასობრივი სროლების რიცხვი გასამმაგებულია. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთსა და უკრაინის ომზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს. ჩვენ ვლიდერობთ. ჩვენ გავაერთიანეთ ნატო და შევქმენით გლობალური კოალიცია. ჩვენ წინ აღვუდექით პუტინის აგრესიას. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ვიდექით. დღეს საღამოს ჩვენ კიდევ ერთხელ შემოგვიერთდა უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში. ის წარმოადგენს არა მხოლოდ თავის ერს, არამედ თავისი ხალხის სიმამაცეს. სანამ თანამდებობაზე მოვიდოდი, ამბავი იმაზე იყო, თუ როგორ აძლიერებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავის ძალას და ამერიკა მარცხდებოდა მსოფლიოში. უკვე აღარ. მკაფიოდ განვაცხადეთ, და ჩემს პირად საუბრებში, რომლებიც ბევრჯერ იყო ჩინეთის პრეზიდენტთან, განვაცხადე, რომ ჩვენ ვეძებთ კონკურენციას და არა კონფლიქტს. მაგრამ ბოდიშს არ მოვიხდი, რომ ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ამერიკის გაძლიერების მიზნით. ინვესტიცია ხორციელდება ამერიკულ ინოვაციებსა და ინდუსტრიებში, რაც განსაზღვრავს მომავალს, რომელზეც ჩინეთი აპირებს დომინირებას. მიმდინარეობს ინვესტირება ჩვენს ალიანსებში და მუშაობა ჩვენს მოკავშირეებთან, რათა დავიცვათ მოწინავე ტექნოლოგიები, რომ ისინი არ იქნას გამოყენებული ჩვენ წინააღმდეგ. ვახდენთ ჩვენი არმიის მოდერნიზებას სტაბილურობის დასაცავად აგრესიის შეკავების მიზნით. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერ პოზიციებზე ათწლეულების განმავლობაში, რათა კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთს ან ნებისმიერ სხვას მსოფლიოში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მე მზად ვარ, ვიმუშაო ჩინეთთან, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ამერიკის ინტერესები და სარგებელი მივიღოთ. მაგრამ არ შეცდეთ ამაში. როგორც გასულ კვირას განვაცხადეთ, თუ ჩინეთი ჩვენს სუვერენიტეტს დაემუქრება, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

კონგრესში ჯო ბაიდენის მიმართვა საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა