კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც ნაკლები პოლარიზაციაა - პარლამენტის თავმჯდომარე

ნახვები: 482 პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც ნაკლები პოლარიზაციაა - პარლამენტის თავმჯდომარე

ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, მაგრამ პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რეალობა ის არის, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა.

„ეს შეგვიძლია დავინახოთ, როგორც დადებითი ან უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ეს არის ფაქტი, ამას ბევრი გარემოება განაპირობებს, რომელიც არ არის უნიკალური საქართველოსთვის. ამ ფონზე შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად, რიგ შემთხვევაში ამ ტერმინით საქართველოს სტიგმატიზების მცდელობებიც იკითხება. სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს, ეს ის რეალური გამოწვევაა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს – პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში არ აღიარებენ დემოკრატიას. ამის ყველაზე კარგი მტკიცებულება ის ცარიელი სკამებია, რომლებსაც დღეს ჩვენ  ჩვენი სტუმრები და საქართველოს საზოგადოება ამ დარბაზში ხედავს.

ამ სიტუაციიდან არსებობს ერთი კარგი გამოსავალი – დერადიკალიზაცია,  ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთდერთი გზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა