პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პრეზიდენტი ბაიდენი - პუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა

ნახვები: 517 პრეზიდენტი ბაიდენი - პუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა

პუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „პიბიეს ნიუსაუერთან“ (PBS NewsHour) ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნატო კოორდინაციას უწევს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად პუტინის რწმენისა, რომ ეს ასე არ არის.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში თუ შეიჭრებოდა, მაშინ, პირველ რიგში, ყველა რუსულენოვანი ადამიანი კეთილგანწყობილი მიესალმებოდა და ეტყოდა, „შემობრძანდით“; მეორე, ეგონა, რომ ნატო დაიშლებოდა, არაფერს გააკეთებდა, მოქმედების შეეშინდებოდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი არ დაეთანხმა რესპუბლიკელი კანონმდებლების კრიტიკას, რომ უკრაინის დასახმარებლად ვაშინგტონი ბევრ ფულს ხარჯავს.

„თუ ამ ბიჭებს არ სურთ უკრაინის დახმარება – მესმის, რომ მათ არ სურთ – მაგრამ რას აპირებენ ისინი, როდესაც რუსეთი შევა უკრაინაში, ბელორუსში ან სადმე სხვაგან?“ – აღინიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა