Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
Council of Europe urges Ukraine to strengthen protection of Roma and LGBTI people against discrimination

ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას - ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს

ნახვები: 535 ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას - ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს

ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს გასაძლიერებლად.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. როცა დაინგრა საბჭოოთა კავშირი და ქვეყანამ ხელმეორედ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ძალიან ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი და სპეციალისტი წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი და მე ვიტყოდი ტრაგედიაა, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოშ, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს საკუთრი ცოდნის რეალიზებაში.

„მეორეს მხრივ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, საკუთრი ცოდნის რეალიზებაში. მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იქნას აღიარებული. ამ წლების განმავლობაში 43 მილიონამდე არის დახარჯული. ეს არ არის საკმარისი, ჩვენს შეგვიძლია, ეს ციფრი გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში და ბატონ მინისტრთან ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 1150 უნდა გახდეს 10 000. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, მანამ, სანამ ბატონი მიხეილი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე და ხარისხი იქნას მიღწეული საქართველოში, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა