Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ლევან ხაბეიშვილი - პროტესტი იქნება ყველგან, საბოლოო ჯამში, თავს მოიყრის დედაქალაქში

ნახვები: 563 ლევან ხაბეიშვილი - პროტესტი იქნება ყველგან, საბოლოო ჯამში, თავს მოიყრის დედაქალაქში

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზესტაფონში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას მოითხოვდნენ. „თავისუფლება მიშას“ – ამ ლოზუნგით მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტიის წევრები, მხარდამჭერები და პარტიის პირველი პირები იყვნენ შეკრებილი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, აქციას ყველა ქალაქში გამართავენ, ბოლოს კი დედაქალაქში შეიკრიბებიან.

„პროტესტი იქნება ყველგან, ყველა ქალაქში. საბოლოო ჯამში, ცხადია, თავს მოიყრის დედაქალაქში. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები მოვლენების განვითარებას დაელოდონ. ძალიან მძიმე იქნება მათთვის. ეს არის კრემლის პროპაგანდა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოში „რუსული ოცნება“ არის მარგარიტა სიმონიანის გაგრძელება და კობახიძე ახმოვანებს კრემლის პროპაგანდას. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოს ლიდერ ზელენსკის, ყველაზე მამაც მთავარსარდალს, მსოფლიოს მხარდაჭერა აქვს მოპოვებული ბოროტებასთან ბრძოლაში. მსოფლიო თუ რუსეთი – ცხადია, მსოფლიო მოიგებს ამ ომში. მშვიდობა თუ ბოროტება, ცხადია, მოიგებს მშვიდობა. სიკეთე თუ სიკვდილი, აუცილებლად გაიმარჯვებს სიკეთე. რაც არ უნდა იბოდიალოს კობახიძემ, აუცილებლად ასე იქნება და ჩვენ რუსულ აგენტურას და კრემლის ნარატივს პასუხი უნდა გავცეთ. ეს აქციები სწორედ იმიტომ არის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და არ ჩავაბაროთ რუსებს ქვეყანა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კრემლის აგენტურაა დღეს ხელისუფლებაში მოკალათებული და ეს ადამიანები რუსულ დავალებას ასრულებენ. თუ საზოგადოების რაღაც ნაწილს ამაში ეჭვი ეპარებოდა, მათი განცხადებებითა და მოქმედებებით, ვგულისხმობ კობახიძეებს, ღარიბაშვილებს და ამ ადამიანებს, უკვე ყველა დარწმუნდა. ამიტომ ახლა ლაპარაკის და ლაილაის დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გასცემს მათ საკადრის პასუხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ზესტაფონიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გელათში ჩავლენ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა