კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - შემიძლია, ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო რეკორდსმენობისთვის, ასე მოკლე დროში მსოფლიოში პარტია არავის გაუბანძებია

ნახვები: 500 მამუკა მდინარაძე - შემიძლია, ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო რეკორდსმენობისთვის, ასე მოკლე დროში მსოფლიოში პარტია არავის გაუბანძებია

შემიძლია, ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რეკორდსმენია – ასე მოკლე დროში მსოფლიოში პარტია არავის გაუბანძებია და გაუმარგინალებია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ხასიათში ზის საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ხაბეიშვილმა პარტიულ აქტივს მოუწოდა, ჩამოდით, დავდგეთო და აქციაზე 147 ადამიანი მივიდა. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მათი მრჩეველი რომ ვიყო, არ ვურჩევდი, რასაც აკეთებენ. ის მაინც შეუძლიათ, პარლამენტში მოვიდნენ და ევროინტეგრაციის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. შეუძლიათ, ხალხის თვალში საკუთარი მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოასწორონ, მოგონილ, მაგრამ ე.წ. დეპოლარიზაციაში მაინც მიიღონ მონაწილეობა, ფორმალურად მაინც დაუჭირონ მხარი ევრორეკომენდაციების კანონპროექტებს. იქნებ მათი ამომრჩევლის ნაწილი მაინც შერჩეთ. ასე არავინ შერჩებათ.

სამწუხაროა, რომ დიდი ოპოზიციური პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. ბოიკოტის ბერკეტი გამოიყენება კონკრეტულ თემაზე პოლიტიკური შეხედულების გამო. ესენი ბოიკოტს როგორ გადააქცევენ ხოლმე, იცით? თავის წარმოდგენაში, ვიღაცას შეუძლია, ბოიკოტი დაწეროს და ვინაიდან საპატიოა, წავიდეს სახლში, ხელფასი აიღოს. ჩვენ აქ ვმუშაობთ. რაც უფრო გამარგინალდება „ნაცმოძრაობა“, უკეთესია ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა