პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გურამ და დავით კაკულიებს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ნახვები: 757 გურამ და დავით კაკულიებს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ძმები - გურამ და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.

კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები - დავით და გურამ კაკულიები, "კანონიერი ქურდის", დავით ტბილისკის შვილები,  სამართალდამცველებმა 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა.

კერძოდ, მათ ბრალი წაეყენათ, არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაშო, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთაში.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა