თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გია ვოლსკი - საქართველოს გააჩნია საკმაოდ მობილური სამხედრო თავდაცვის ძალები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავყვეთ ცხელთავიანების მოსაზრებას

ნახვები: 557 გია ვოლსკი - საქართველოს გააჩნია საკმაოდ მობილური სამხედრო თავდაცვის ძალები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავყვეთ ცხელთავიანების მოსაზრებას

საქართველოს გააჩნია საკმაოდ მობილური სამხედრო თავდაცვის ძალები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავყვეთ ცხელთავიანების მოსაზრებას, რომ საქართველოს დეფეტიზმის ავადმყოფობა ჭირს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პენტაგონში აშშ- საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას და მასზე ოპოზიციის შეფასებებს, რომ აშშ- ს აქვს მზაობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმაროს, თუმცა, ხელისუფლება არაფერს ითხოვს.

ვოლსკის თქმით, "იარაღის მიწოდება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის აკრძალული იყო", რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეიცვალა და დაიშვა, მათ შორის განხორციელდა "ჯაველინების" შესყიდვაც. რაც შეეხება აშშ- საქართველოს შორის ახლა ამ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ვოლსკი ამბობს, რომ განცხადებას ამაზე თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს.

"ოპონენტების სურვილი იყო ამ თემის პოლიტიკურ რაკურსში გადაყვანა და უნიათო, უსუსური დასკვნების გაკეთება, რომ თითქოს, საქართველო არ ითხოვს იმ რესურსს, რაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის არის საჭირო. საქართველოს გააჩნია საკმაოდ მობილური სამხედრო თავდაცვის ძალები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავყვეთ ცხელთავიანების მოსაზრებას, რომ საქართველოს დეფიტიზმის ავადმყოფობა ჭირს. ეს არ შეესაბამება რეალობას, რაც შეეხება სამხედრო ურთიერთობას, მათ შორის, იარაღის შესყიდვის სფეროში, ამაზე კომპეტენტური განცხადება იქნება გაკეთებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რასაც ოპოზიცია უპირისპირდება.

"რასაკვირველია ამერიკის ელჩი გააკეთებს ობიექტურ შეფასებას, ჩვენი მოქალაქე თუ ამერიკის, ან თუნდაც ამერიკის ექსპერტი თუ ნებისმიერი ქვეყნის, მისასალმებელია, მაგრამ განცხადებებს ნუ შევხედავთ მხოლოდ, ანალიზია საჭირო, თუკი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესებისადმი განპირობებულია სწორედ იმ პროცესებით, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. თუკი ამ რეალობას უპირისპირდება ადამიანების ჯგუფი, რომლებიც "ქართული ოცნების" ლიდერებს სასტვენებით დასდევენ, ეს ისე უნდა შევაფასოთ, როგორც ადრე არაერთხელ შეგვიფასებია, დესტაბილიზაციის ამოცანა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც ე.წ. რადიკალური ოპოზიცია მიჰყვება, ეს აღარ არის პოლიტიკური სუბიექტი, რაღაც რევოლუციურ კომიტეტად გადაიქცა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა