პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პროკურორი - ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა

ნახვები: 588 პროკურორი - ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა, - აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელსაც ბადრი ესებუა დისტანციურად ერთვება.

ესებუამ მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა, თუ არა ის თავს დამნაშავედ, უპასუხა, რომ არა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ეხება.

როგორც სხდომაზე საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ აღნიშნა, მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს, რადგან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

პროკურორის თქმით, დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე - პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

დიმიტრი ხვიტიას თქმით, არსებობდა, როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმალვის საფრთხე. მისივე განცხადებით, ესებუა ძებნილი იყო და ემალებოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ის ბრალის აღიარებით არ გამოცხადებულა და მისი დაკავება სპეციალური ღონისძიების შედეგად მოხდა.

პროკურორის განმარტებით, ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და აფხაზური პასპორტი ჰქონდა, რაც მისი მიმალვის საფრთხეს ადასტურებს.

ხვიტიას განმარტებით, ბადრი ესებუას სხვა საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, ესებუას აღნიშნულზეც - ცეცხლსასროლი იარაღი უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ორჯერ გამოყენება, მიზანშეწონილი არ არის.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა