კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ქადაგიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი არის კეთილსინდისიერი და საარჩევნო პროცესების ღრმად მცოდნე, ოპოზიციის განცხადება არის განცხადებისთვის

ნახვები: 350 ირაკლი ქადაგიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი არის კეთილსინდისიერი და საარჩევნო პროცესების ღრმად მცოდნე, ოპოზიციის განცხადება არის განცხადებისთვის

ოპოზიციის დამოკიდებულება, თუ ადამიანი მუშაობს სახელმწიფო ან სხვა საჯარო სამსახურში ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ნდობას არ უნდა იმსახურებდეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე სახელმწიფო და საჯარო სამსახურის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი არის კეთილსინდისიერი და საარჩევნო პროცესების ღრმად მცოდნე ადამიანი.

„თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კანდიდატს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მათ კეთილსინდისიერებაში დიდი განსხვავებაა კალანდარიშვილის სასარგებლოდ. ოპოზიციის განცხადება არის განცხადებისთვის, დაუსაბუთებელი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ", - განაცხადა ქადაგიშვილი.

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა მოხდება. კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყრებათ კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა