კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

,,ვწუხვართ“ - კულტურის სამინისტროს კომენტარი ,,ლიტერას“ ჩაშლაზე

ნახვები: 440 ,,ვწუხვართ“ - კულტურის სამინისტროს კომენტარი ,,ლიტერას“ ჩაშლაზე

„ლიტერა" იყო და არის „მწერალთა სახლის" პასუხისმგებლობა"- ასე ეხმაურება კულტრის სამინისტრო ლიტერატურული კონკურის ,,ლიტერას" ჩაშლას.

როგორც CNews-ს კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ,,მწერალთა სახლის" გადაწყვეტილება დასანანია.

,,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხოლოდ ურიცხავს კონკურსის ჩასატარებელ თანხას „მწერალთა სახლს" და ხუთკაციან კომისიაში კომისიის ერთ წევრს ასახელებს. თუკი „მწერალთა სახლმა" ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენთვის ეს მხოლოდ დასანანია და ვწუხვართ", - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, ,,მწერალთა სახლის" გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც კონკურს ,,ლიტერას" კონკურსში მონაწილე მწერლების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ჟიურის ოთხმა წევრმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განცხადა, კონკურსი ჩაიშალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა