თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს

ნახვები: 498 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს

რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს რადიაციული შანტაჟისთვის, რისთვისაც ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გამოიყენება.

„ომში, ტერორის უზრუნველყოფასა და აგრესიის დაფინანსებაში ჩართული რუსული სისტემის ყველა ელემენტი უნდა იყოს იზოლირებული მსოფლიო სისტემისგან. ასეც იქნება. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არ შევწყვეტთ დიპლომატიურ მარათონს, რომელიც დავიწყეთ უკრაინის შეიარაღებული და სხვა სახის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. დღეს მე პირადად მინდა, მივესალმო ყველას, ვინც აღადგენს ჩვენი სახელმწიფოს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. გუშინ და დღეს უკრაინელების უმეტესობას ელექტროენერგია არ გათიშვია. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იყო შეზღუდვები ზოგიერთ რაიონში, ზოგიერთ ქალაქში, სადაც განადგურების ხარისხი ძალიან დიდია. სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს ახალი თავდასხმები რუსი ტერორისტების მხრიდან. შეიძლება, იყოს ახალი შეზღუდვები, თუ მეტი განადგურება და გაზრდილი მოხმარება იქნება. მაგრამ დღევანდელი და გუშინდელი დღე კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ერთად მუშაობით და ერთმანეთის დახმარებით უკრაინელები დიდ საქმეებს აკეთებენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა