პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ორი დღის ძებნის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

ნახვები: 979 ორი დღის ძებნის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

ორი დღის ძებნის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში, გარდაცვლილი იპოვეს მოქალაქე გენადი.ს.
გენადი ს. საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს, იგი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ არის გარდაცვლილი.
გამოძიება განიხილავს რამდენიმე ვერსიას, მათ შორის თვითმკვლელობამდე მიყვანას.
„ნეიშენ ჯორჯიას“ ინფორმაციით, გენადი ს. 30 წელი ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა „ნეიშენ ჯორჯიას“ განუცხადა, გარდაცვლილი კეთილსინდისიერი ადამიანი იყო, „იგი 30 წელი მუშაობდა სტრუქტურაში. ორი თვის წინ, თანამდებობა შეუცვალეს და უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშნეს, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი ეს არ უნდა იყოს“.
„ძნელად წარმოსადგენია მიზეზი, რის გამოც მას თავი უნდა მოეკლა, ან მოეკლათ“, - განუცხადა „ნეიშენ ჯორჯიას“ ოჯახის ახლობელმა.
ამჟამად გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზაზეა გადაყვანილი მისი კუთვნილი ავტომანქანაც. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა