თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით უსუფაშვილი - საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღადგენს

ნახვები: 550 დავით უსუფაშვილი - საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღადგენს

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა, რომ საქართველო ძალის გამოყენებით არასოდეს შეეცდება აფხაზებისა და ოსების მიმართ რაიმე აქტების განხორციელებას.

უსუფაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს განცხადებული აქვს, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღადგენს.

„ზახაროვამ გადახედოს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველოს ეს სხვა ფორმატში დასადასტურებელი არ აქვს, რადგან ჩვენ არა მხოლოდ დეკლარირება გავაკეთეთ, არამედ 2012-2016 წლების პარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა, რომ საქართველო ძალის გამოყენებით არასოდეს შეეცდება აფხაზების, ოსების მიმართ რაიმე აქტების განხორციელებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღვადგენთ. ეს საქართველოს გაცხადებული აქვს და ზახაროვას ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიუბრუნდეს და უთხრას, რომ მათაც მშვიდობიანად მოაგვარონ ყველა პრობლემა, რაც აქვთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა