Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომაზე: პატრიარქის გადაყენება არასოდეს დადგება დღის წესრიგში

ნახვები: 667 მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომაზე: პატრიარქის გადაყენება არასოდეს დადგება დღის წესრიგში

არასოდეს არ დადგება ეს დღის წესრიგში, - ასე ეხმიანება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს კათალიკოს პატრიარქის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ.

„თქვენ მე მაიძულებთ, რომ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი - ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს! არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ რაღაცა მსგავსი ეთქვა. ვერავინ მოესწრება! პატრიარქი დიდხანს იქნება და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სინოდის სხდომა 5 საათის დაგვიანებით დაიწყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია პატრიარქის შეუძლოდ ყოფნის შესახებ, რაც „ნეიშენ ჯორჯიასთან“ უარყო მისმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

მეუფე პეტრემ კი განაცხადა, რომ პატრიარქმა მოინდომა გადადგომა, რასაც სინოდში დაპირისპირება მოყვა.

სინოდის სხდომა 30 წუთი გაგრძელდა.

სხდომის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა