კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ათეულში დაწინაურდა

ნახვები: 505 ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ათეულში დაწინაურდა

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ათეულში დაწინაურდა, ხოლო ფავორიტი მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა ლიონელ მესია.

საინტერესოა, რომ თავიდან 22 წლის ქართველი ფეხბურთელი კანდიდატთა სიაში მე-17 პოზიციაზე იყო, მაგრამ იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშით (11 გოლი, 12 საგოლე პასი) ათეულში დაწინაურდა და ამჟამად მე-8 პოზიციაზეა.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა განახლებული რეიტინგი პოპულარულამ გამოცემა Goal-მა გამოაქვეყნა.

პსჟ-ის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა. სამეულში არიან მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე და „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი.

„ოქროს ბურთის” კანდიდატთა რეიტინგი:

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. კილიან მბაპე (პსჟ)

3. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“)

4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)

5. ნეიმარი (პსჟ)

6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“)

7. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)

8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

9. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)

10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა