კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტუაცია ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, უკიდურესად მძიმეა

ნახვები: 532 ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტუაცია ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, უკიდურესად მძიმეა

მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, უკიდურესად მძიმეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სიტუაცია ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, უკიდურესად მძიმეა. ეს არის ბრძოლა უკრაინის მიწის ყოველი მეტრისთვის. უნდა გვესმოდეს ამ ბრძოლების მნიშვნელობა. იქ მოგებული ყოველი მეტრი მთელი ჩვენი სახელმწიფოს დაცვაა. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენმა გმირებმა გაუძლეს ბახმუტში, ვუჰლედარში, მარინკასა და დონბასის სხვა ქალაქებსა და თემებში, რუსული აგრესიის კვირების განმავლობაში შემცირებას ნიშნავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დონბასში რუსული პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება ხორციელდება.

"იმას, რასაც მტერი ჩვენს დონბასში კარგავს, ვეღარ აღადგენს. ეს რუსული აგრესიის სწორედ ის პოტენციალია, საიდანაც ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ელოდა ჩვენი მთელი უკრაინის განადგურებას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა