კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის

ნახვები: 551 თეონა აქუბარდია - მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის

მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, სადაც კუბილიუსმა აღნიშნა: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, როდესაც ევროპულ ოჯახზეა საუბარი, იქ დემოკრატიის ხარისხთან მიმართებაში არსებობს სტანდარტები, ისევე როგორც ევროპულ ქცევასთან მიმართებაში.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სასამართლო, რომელიც არ არის სრულიად თავისუფალი, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება მის სიცოცხლესთან მიმართებაში და ამაზე კრიტიკა მოდის, ეს ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს. შესაბამისად, ვინმეს მოსწონს თუ არა კუბილიუსი, მე ვისურვებდი პრობლემის მოგვარების გზა მოვნახოთ და არა ლანძვის კორიანტელი, რომელიც კუბილოუსის განცხადებას სავარაუდოდ მოჰყვება“, – განაცხადა აქუბარდიამ.

კითხვაზე, კუბილოუსი „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმის ენით, ხომ არ ესაუბრება, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, ულტიმატუმის ენით კრემლი საუბრობს და არა ევროპარლამენტი.

„ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ნებაა და ამას თავს არავინ გვახვევს. ულტიმატუმის ენით კრემლი გვესაუბრება და არა თუნდაც ერთი ევროპარლამენტარი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რომელ ოჯახშიც გვინდა შესვლა, იქ გარკვეული ქცევის ნორმებია ან კრემლთან მარტო დავრჩებით, რაც ქვეყნისთვის უბედურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების პიროვნული კრიტიკა ეს უკვე საუბედუროდ ჩვეულებადაა ქცეული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის, ამას ყოველდღიური შრომა სჭირდება და არა ანტიდასავლური განცხადებები, რომელსაც ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ ვისმენთ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა