კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლელო" 20 და 24 თებერვალს დაანონსებულ აქციებს არ უერთდება

ნახვები: 489 „ლელო" 20 და 24 თებერვალს დაანონსებულ აქციებს არ უერთდება

პარტია „ლელო" 20 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ უერთდება. ამის შესახებ „ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული ფორმატები პროდუქტიულობით არ გამოირჩევა.

„ლელო" არ უერთდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციებს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გაგვაჩნია და ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვემსახურებით. მივიჩნევთ, რომ ახლა საჭიროა სწორი, შინაარსობრივი, პროდუქტიული შრომა. არ მივიჩნევთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“" მიერ ინიცირებული ფორმატები რაიმე პროდუქტიულობით გამოირჩევა", - განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება 24 თებერვალს დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას, გრიგოლ გეგელია განმარტავს, რომ "ლელო" არც ამ აქციას უერთდება.

„ჩვენ 24 თებერვალს გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი პროუკრაინული დღის წესრიგი, რის თაობაზე საზოგადოება მალე იქნება ინფორმირებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციას, ჩვენ არ ვუერთდებით", - განაცხადა გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა