კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, მამაცები, პატრიოტები და მებრძოლები ვართ

ნახვები: 580 ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, მამაცები, პატრიოტები და მებრძოლები ვართ

„თავისუფლება მიშას“ - ამ მოწოდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სენაკშიც გაიმართა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდაჭერები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტის თავისუფლება ქვეყნის თავისუფლებას ნიშნავს.

,,რუსული ოცნება“ მუდმივად ამბობს, რომ აი, ესენი ცოტანი არიან, იმას კი არ ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს წარმოვადგენთ. ვისაც უნდა ევროკავშირში, ვისაც არ უნდა ამ ქვეყნის გარუსება, ემიგრაციაში გაქცევა, ვისაც არ უნდა გაჭირვება, საყდრისის აფეთქება, გელათის განადგურება, ჩვენი შვილების რუსული მომავალი, ამას კი არ ამბობენ. ჩვენ ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, მამაცები, პატრიოტები და მებრძოლები ვართ. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ, მსგავსი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა