კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

ნახვები: 460 უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთ რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმა განაცხადა, რომ ოლქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე არსებობს.

"პოლტავას ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დავრჩეთ თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - დაწერა მან „ტელეგრამში“.

კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

"ყურადღება! სარაკეტო თავდასხმის საშიშროება გაიზარდა! ისმის აფეთქების ხმები! დარჩით თავშესაფარში! შეინარჩუნეთ სიმშვიდე! დეტალები მოგვიანებით", - განაცხადა მალეცკიმ.

ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ მოსახლეობას დაბომბვის საფრთხის გამო თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

"ლვოვის ოლქის მაცხოვრებლებო, რეალური საფრთხე არსებობს. გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - განაცხადა კოზიცკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა