კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი

ნახვები: 463 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ეცდება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი მოაახლოოს.

მისი თქმით, არსებობს ნება იმისთვის, რომ წევრობის მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყოს და ამ მხარდაჭერას უკრაინა პარტნიორებისგან გრძნობს.

„დღეს ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი. კერძოდ, ამის შესახებ ვისაუბრეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. არსებობს აუცილებელი ლიდერობა და ნება იმისთვის, რომ უკვე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. უკრაინა ამაში პარტნიორების მხარდაჭერას გრძნობს და მადლობელი ვარ ამისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქვეყანა ასევე ემზადება 16-17 თებერვალს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.

„ჩვენ გვქონდა ისეთი დღე, რომელსაც შეიძლება, ვუწოდოთ მოსამზადებელი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. უკრაინის პოზიცია, როგორც ყოველთვის, უნდა მოისმინონ. ამიტომ ვამზადებთ ჩვენს პოზიციას ისე, რომ ის გარანტირებულად გაჟღერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა