თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძიე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ

ნახვები: 411 გიორგი ვაშაძიე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ. მისი თქმით, ეს არის იმ სტრატეგიის გაგრძელება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გასულ წელს ჰქონდა, როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განხილვის წინა პერიოდში პოლიტიკური ნიშნით იჭერდა ადამიანებს.

„ერთი ერთში რასაც ახლა აკეთებს „ქართული ოცნება", ზუსტად არის ის სტრატეგია, რაც მას ჰქონდა გასულ წელს. იღებდა კანონებს, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. იჭერდა და პოლიტიკურ პატიმრებს სვამდა ციხეში იმისთვის, რომ არ მოეცათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გაგახსენებთ, შარშან მიიღეს მოსმენების კანონი, არ გვისმენენ? რამეში სჭირდებოდათ ეს კანონი? ერთადერთი, რაშიც ეს კანონი სჭირდებოდათ მათ, იყო ის, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და ევროკავშირში შევიდეთ. „ქართული ოცნება" ამ კანონს, დაფინანსებებთან დაკავშირებით, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, შეასრულონ დავალება, რომელიც მიღებული აქვთ მოსკოვიდან. სამწუხარო რეალობა არის ეს“, -განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა