კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ჩალაძე - რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო შანსია, ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ გზაზე

ნახვები: 466 გიორგი ჩალაძე - რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო შანსია, ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ გზაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მნიშვნელოვანია ყველასთვის და „ქართული ოცნების“ მხრიდან უნდა გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.

„დავიწყებ ევროპარლამენტის რეზოლუციით. მათ აქვთ უპრეცედენტო სურვილი, მიგვიღონ იმ ოჯახში, რომელსაც დემოკრატიული ევროპის ოჯახი ჰქვია. ეს რეზოლუცია ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყურადღება უნდა გადავიტანოთ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომ აქ ხაზგასმითაა აღნიშნული ის წინაღობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ხელს უშლის ევროპაში შესვლაში, ევროკავშირთან ასოცირებაში და ყველა იმ სიკეთის მისაღებად, რასაც ევროპა გვთავაზობს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა მოგვარდეს: პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სამარცხვინო პატიმრობა და ამ პატიმრობის მიზეზი ძალიან კარგადაა ახსნილი, ეს არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ჩვენ ამ რეზოლუციას უნდა შევხედოთ როგორც შესაძლებლობას, რომ ყველა ჩვენმა ოჯახმა მიიღოს ის სიკეთე, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს და ჩვენ უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯი. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის ერთი და ბოლო შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ გზაზე. იმედი მაქვს, ამას გაიგებს საქართველოს ხელისუფლება და ძალიან მალე მოჰყვება ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა