პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს

ნახვები: 499 ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს

მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს, - ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ რეზოლუციას. მისი თქმით, რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ,,ვენდეტის“ მსხვერპლი.

,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთ რეზოლუციაში არ ყოფილა მოხსენიებული ქართველი ადამიანი, რომელზეც საუბარია, როგორც პრობლემაზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. პირდაპირ წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მოღალატე, შინაარსობრივად ასე გამოიყურება ეს ყველაფერი, ასევე არ ყოფილა ასეთ რეზოლუციაში პირდაპირ სახელი და გვარი ჩაეწეროთ, რომ ადამიანი არის ვენდეტის მსხვერპლი და ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ვენდეტა რუსი ოლიგარქის მხრიდან, რომელიც კრემლის დავალებით მოქმედებს. ამიტომ, ამაზე მეტს ამ რეზოლუციებში ვერ დაწერენ. ერთადერთი გამოსავალი აქვს ამ შემთხვევაში რუსულ პარტიას, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს. თუ ისინი ამას არ აკეთებენ, მაშინ ჩვენ ვაკეთებთ მობილიზებას. დღეს წალენჯიხაში ვართ, ხვალ სხვა ქალაქებში ვიქნებით და საბოლო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს დედაქალაქში რუს ოლიგარქზე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა