კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი გაფართოვდა

ნახვები: 653 „პოლიტიკო“ - ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი გაფართოვდა

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი გაფართოვდა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროპარლამენტარის, ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერში კიდევ ორი დეპუტატის სახელი ფიგურირებს. ესენი არიან: მარია არენა და ალესანდრა მორეტი.

ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერი, რომელიც „პოლიტიკომ“ ნახა, 10 თებერვალს ბელგიის სასამართლომ გასცა. ბელგიის პოლიცია ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციის ფაქტებსა და ყატარის, მაროკოს გავლენებს იძიებს.

დოკუმენტის თანახმად, არენა და მორეტი, კოცოლინოსა და კიდევ ერთ ბელგიელ დეპუტატთან, მარკ ტარაბელასთან ერთად იყვნენ ჯგუფის წევრები, რომლებიც ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის, პიერ ანტონიო პანცერის დავალებებს ასრულებდნენ.

გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ პანცერი ხელმძღვანელობდა კორუფციულ ქსელს ევროპარლამენტში. პიერ ანტონიო პანცერი ბელგიის პროკურატურასთან თანამშრომლობას დათანხმდა, სანაცვლოდ კი სასჯელის შემსუბუქება ითხოვა.

ორდერიდან ირკვევა, რომ ჯგუფის მოქმედების გეგმა და მათი წევრთა ვინაობა პანცერის ტექსტური მიმოწერებიდან გაირკვა. „პოლიტიკოსთან“ საუბარში ალესანდრა მორეტი ბრალდებებს უარყოფს. „მე არასდროს ვმოქმედებდი ბატონი პანცერის მითითებების შესაბამისად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დროს“, – განაცხადა მორეტიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა