პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

თანხმობა 100 მილიონ ევროზე - პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს

ნახვები: 625 თანხმობა 100 მილიონ ევროზე - პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს

Tribal Football-ი იუწყება, რომ "ნიუკასლი" ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს.

აღნიშნული წყარო უფრო შორსაც მიდის და აღნიშნავს, "კაჭკაჭები" მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გუშინ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ კვარაცხელიას შეძენით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ნიუკასლი" საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათთვის დიდი თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.

კომპანიის მენეჯერი მოჰამედ ბინ სალმანია, რომელიც საუდის არაბეთში მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ბინ სალმანი საუდის არაბეთის ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს თავმჯდომარეცაა.

 

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა