კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ევროპაში ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის ინსტიტუციამ თქვა, რომ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი

ნახვები: 570 შალვა პაპუაშვილი - ევროპაში ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის ინსტიტუციამ თქვა, რომ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი

ევროპაში, ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციამ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი და მეორე მხრივ, მეორე ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს რეპუტაციული გამოწვევები, თავის რეზოლუციაში თქვა, რომ კანონის უზენაესობა არის არა კანონის უზენაესობა, არამედ ეს არის ვენდეტა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ამხელს გირგვლიანის საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში და მის დანაშაულს, რისთვისაც ახლა ის სასჯელს იხდის – ხელს ადებს. ამავე დროს, დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ამხელს მის სისტემას, როგორც გულაგების სისტემას, სადაც იყო წამების სისტემა და მეორე მხრივ, გვყავს პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვინც დღეს ევროპული დემოკრატია უნდა გადაარჩინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა