კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს სურს უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენება

ნახვები: 558 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს სურს უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენება

დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც მან ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს და კედელი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის.

„ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? კინო პოლიტიკის მიღმა იყოს? კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა. მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა. არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების განადგურების სურვილი, როცა ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასეთ პირობებში და ასეთ დროს ხელოვნება არ შეიძლება იყოს ნეიტრალური, არ შეიძლება პოლიტიკის „გარეთ“ იდგეს.

„კულტურა ასეთ დროს აკეთებს არჩევანს, კულტურა ირჩევს მხარეს, ან ხმამაღლა ლაპარაკობს და სხვადასხვა გზით ებრძვის ბოროტებას, ან უყურებს და დუმს - და, ფაქტობრივად, ეხმარება ბოროტებას. რა თქმა უნდა, გლობალური გაგებით, კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს და შთააგონოს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სამყარო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა