თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილი ბჟანიას მოსკოვში ვიზიტზე - სწორედ ეს არის ოკუპაციის სრული სისასტიკე

ნახვები: 411 შალვა პაპუაშვილი ბჟანიას მოსკოვში ვიზიტზე - სწორედ ეს არის ოკუპაციის სრული სისასტიკე

ეს კონტაქტები არ არის პირველი, როდესაც რუსეთთან არის ასეთი ურთიერთობები. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია საერთო ჯამში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტს და იმას შეეხებოდა, თუ რა იქნება ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, სწორედ ეს არის ოკუპაციის სრული სისასტიკე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი თავისუფლად მოქმედებს.

„ეს მოვლენები რომ ხდება, ეს არის ოკუპაციის მთელი სისასტიკე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი თავისუფლად მოქმედებს, აქვს შეხვედრები და ა.შ. ერთადერთი პასუხი ამაზე არის არაღიარების მტკიცე პოლიტიკა, რომ ეს დარჩეს მხოლოდ რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მისი საქმიანობის საკითხად. არაღიარების პოლიტიკა უნდა იყოს ძლიერი. მეორე, უნდა გაგრძელდეს წნეხი რუსეთზე იმისთვის, რომ დასრულდეს ოკუპაცია და მესამე, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი თანამოქალაქეები თავადვე უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო სახელმწიფოს ტერიტორიისა და მისი მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა