კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - სახელმწიფომ აკაკი ოჩიგავას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს არა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს მის წამებაზე, არამედ ბრალდებული ადამიანების წინააღმდეგ საქმის არაღძვრაში

ნახვები: 493 თეონა აქუბარდია - სახელმწიფომ აკაკი ოჩიგავას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს არა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს მის წამებაზე, არამედ ბრალდებული ადამიანების წინააღმდეგ საქმის არაღძვრაში

აკაკი ოჩიგავას წამების და არაადამიანური მოპყრობის კონვენციის დარღვევასთან ერთად, მთავარი პრობლემა შეიქმნა იმასთან დაკავშირებითაც, რომ 2012-2016 წლებში არ მოხდა ოჩიგავას მიმართ წამებაში მხილებული პირების დასჯა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ოჩიგავას კონპენსაცია უნდა გადაუხადოს იმის გამოც, რომ არ მოხდა დანაშაულში ბრალდებულების წინააღმდეგ საქმე არ აღიძრა. მისივე შეფასებით, ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, პოლიტიკური პრობლემაა.

„აკაკი ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია, რაც ახასიათებს ასე ვთქვათ, გადმობარებას იმ უსამართლობის, რაც მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. აკაკი ოჩიგავას წამების და არაადამიანური მოპყრობის კონვენციის დარღვევასთან ერთად, მთავარი პრობლემა შეიქმნა იმასთან დაკავშირებითაც, რომ 2012-2016 წლებში არ მოხდა ოჩიგავას მიმართ წამებაში მხილებული პირების დასჯა. ეს არის სიმპტომატური, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც გადაირჩია მოსახლეობამ სწორედ ასეთი ფაქტების გამო, სამართალი ამ ადამიანმა ექვსი წლის მანძილზე თითქმის ვერ ნახა. ეს არის სწორედ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული დაპირების გაჯანჯლება ისევე, როგორც არშესრულება. მთავარი აქ არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ოჩიგავას კომპენსაცია არა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს მის წამებაზე, არამედ ხუთი თუ ექვსი წლის ვადაში, ამ წამებაში ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანების წინააღმდეგ საქმის არაღძვრაში. ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, პოლიტიკური პრობლემაა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.
 
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა