თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით უსუფაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება 12 წლის წინ ჩადენილ საშინელ ამბებს, რომელზეც ახლა თქვა და დღევანდელობაზე ხმას ვერ ამოიღებს, რადგან ეს მას არ ეკითხება

ნახვები: 755 დავით უსუფაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება 12 წლის წინ ჩადენილ საშინელ ამბებს, რომელზეც ახლა თქვა და დღევანდელობაზე ხმას ვერ ამოიღებს, რადგან ეს მას არ ეკითხება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება 12 წლის წინ ჩადენილ საშინელ ამბებს, რომელზეც ახლა თქვა და დღევანდელობაზე ხმას ვერ ამოიღებს, რადგან ეს მას არ ეკითხება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, მისივე თქმით, იმ პერიოდში როდესაც ხდებოდა დანაშაულებები, კონკრეტული ბრალიდან გამომდინარე უნდა აგონ პასუხი კონკრეტულმა ადამიანებმა.

„ჩვენ თუ ვიტყვით, რომ იმ დროს რაღაცები ხდებოდა, პრეზიდენტი იყო ეს, მინისტრი ის და ამ მინისტრის, ან იმ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ თუ ახლა ვინმე რამეს არღვევს, ვიტყვით, მერე რა მოხდა, რადგან მის დროსაც ვიღაც რაღაცას არღვევდა, ეს არ არის ევროპა, არც აზია და არც შუა საუკუნეები. ეს არის დრო, როდესაც ჩემი და თქვენი წინაპრები გამოქვაბულიდან გამოვიდნენ. ცივილიზაცია და თანამედროვე კულტურა გულისხმობს, რომ ადამიანები პასუხს ვაგებთ საკუთარ ქმედებებზე და მე თუ რამე ცუდი ჩავიდინე გუშინ, თუნდაც უშუალოდ მე ჩამედინა, ჩემ მიმართ არასწორისა და კანონიერის ჩადენის გამართლება არ არის ეს. ჩემ მიმართ სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს კანონის სიმაღლეზე. ადამიანი ციხეში სიკვდილმისჯილიც რომ გვეჯდეს და ვიცით, რომ ექვსი თვის მერე მას სიკვდილით დასჯა ემუქრება, იმ ექვსი თვის განმავლობაში ის რჩება ადამიანად.  სახელმწიფოს რადგან დამწყვდეული ჰყავს, ვალდებულია, მოეპყროს ისე, როგორც ადამიანი. სახელმწიფო თუ შარშანწინ ან შვიდი წლის წინ ასეთივე ვითარებაში თავის პატიმარს ცუდად ეპყრობოდა, არ ნიშნავს, რომ მის მიმართ ახლა არასწორი მოპყრობა „არაუშავს“.

„სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება 12 წლის წინ ჩადენილ საშინელ ამბებს, სასამართლომ ახლა თქვა, მე მაშინვე ვამბობდი ამას, სასამართლო დღევანდელობაზე ხმას ვერ ამოიღებს, რადგან მას ეს არ ეკითხება. ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც პარლამენტი თვეში 700-ს იღებს, ამ კონკრეტულ რეზოლუციას თავზე აწერია: ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ციხეში ყოფნის პირობები და ა.შ. ანუ ამ ამბავს ეხება. ევროპარლამენტი ევროსასამართლოს ნაცვლად ვერაფერს იტყვის და სასამართლო ევროპარლამენტის ნაცვლად. ეს ჩვენთან არის ყველაფერი აღრეული, როდესაც პოლიტიკოსები არიან მთავარი პროკურორები. ამ ოთახებში უფრო მკაფიო მესიჯებს გაიგებთ, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო, ვიდრე სასამართლო დარბაზში და პროკურორები არიან პოლიტიკოსები, რადგან ელოდებიან პოლიტიკურად საჭირო მომენტს, როდის აღძრან საქმე, როდის ჩასვან ციხეში, როდის გაათავისუფლონ ვინმე და ა.შ. ევროპა კი, სხვანაირია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა