კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯანდაცვის მინისტრი - სასწრაფო გადაუდებელ სამსახურთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა

ნახვები: 464 ჯანდაცვის მინისტრი - სასწრაფო გადაუდებელ სამსახურთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოსმენისას განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა გადაეყვანა პაციენტი, ახლა ეს ავტომატურად ხდება ადგილმდებარეობისა და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.

ამასთან, მინისტრის თქმით, გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი, მალე კი სამედიცინო უნივერსიტეტი პარამედიკოსების საბაკალავრო პროგრამას ჩამოაყალიბებს.

„რაც შეეხება სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს, აქ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას აღვნიშნავ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. თუ აქამდე სასწრაფოს ბრიგადას ან დისპეჩერს თვითონ შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება დისტანციურად და გადაეყვანა პაციენტი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაში, დღეს უკვე ავტომატურად ხდება კლინიკის შერჩევა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით და ასევე იმ კონკრეტული სერვისის მიხედვით, პაციენტს რომელი სერვისიც სჭირდება.

აქვე გავააქტიურეთ პარამედიკოსების სერვისი, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც ეფექტურობისთვის, ასევე სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად, როცა სწრაფი რეაგირებაა სასწრაფოს მისვლისას საჭირო. ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის ცენჯტრალური ოფისი შევარჩიეთ. ამას იმიტომ ვამბობ ცალკე, რომ არასდროს არ ჰქონია თავისი ოფისი, დღესაც ნაქირავებ ფართში არიან და ათობით და ასობით ადამიანი უკვე ერთ ახალ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ოფისში იქნება და იქ ცივილურად გააგრძელებენ თავის საქმიანობას“,- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის მაღალი გამავლობის მანქანების შესყიდვა მიდის.

„ასევე სხვადასხვა ტიპის სერვისებს ვამატებთ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ამისი საჭიროებაა, რეანიმობილების და ა.შ. ხულოში, ყაზბეგში, ჩოხატაურში და კიდევ რამდენიმე ქალაქში დავამატეთ, რაც სწრაფი გადაადგილებისთვის აუცილებელია, რომ რთულად მისადგომ ადგილებში არ ელოდოს დიდი ქალაქებიდან რეანიმობილს და ადგილიდანვე მოხდეს ტრანსპორტირება.

2023 წელს ვგეგმავთ, რომ პარამედიკოსის საბაკალავრო პროგრამა ჩამოვაყალიბებინოთ სამედიცინო უნივერსიტეტს, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომავალია. ეს გვაძლევს, ერთი მხრივ, ოპტიმიზაციის შესაძლებლობას როგორც რაოდენობრივის, ასევე თანხობრივისას და პლუს გაზრდის ეფექტურობასა და რეაგირებას“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა