Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით, და დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ რეჟიმებს

ნახვები: 459 საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით, და დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ რეჟიმებს

საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზები დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

„უკვე რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება.

საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა საავტომობილო გზებზე განვლადობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზებზე, აღნიშნული მიმართულებებით გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.

სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს რამდენიმე საავტომობილო გზაზე:

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე,ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.

ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი)მონაკვეთზე.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე,ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ25-კმ53 (მაღაროს კარი-კორშა) მონაკვეთსადა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე.

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ25-კმ50მონაკვეთზე (ბაღდათი-საირმე) და წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზები დეპარტამენტის ინფორმაციაში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა