კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია დარჩიაშვილი - მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს განზრახვაზე, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების პროცესში

ნახვები: 457 ილია დარჩიაშვილი - მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს განზრახვაზე, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების პროცესში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს განზრახვაზე, იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ენერგოუსაფრთხოების გამომწვევის ფონზე საქართველოს როლსა და ამ თვალსაზრისით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის ენერგოუსაფრთხოება, საქართველომ შეიძინა ახალი როლი და ფუნქცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებს საქართველოს მოტივაციაზე ამ ახალ მნიშვნელოვან პროცესში. როდესაც საუბარი ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციას, საქართველოს აქვს განზრახული, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს. სწორედ ამას ადასტურებს ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ქვეყნის მხრიდან, ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანის, საქართველოს და ასევე ევროკავშირის ორი წევრის მონაწილეობით. ამ პროექტით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოს პოლიტიკური აფილაცია ევროკავშირთან არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა პროექტები, რომლებიც ფიზიკურად დაგვაახლოვებს ევროკავშირთან. ეს პროექტი არის ზუსტად მსგავსი შინაარსის მატარებელი, რომელიც საქართველოს შესძენს ახალ როლს ევროკავშირის მომავალი ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების ლიდერებთან, სადაც აქცენტი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყნების მობილიზება, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შემოდგომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა