კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სპალეტი: "სასუოლო" "კვარას" წყალობით დავამარცხეთ

ნახვები: 452 სპალეტი: "სასუოლო" "კვარას" წყალობით დავამარცხეთ

სერია A-ს 23-ე ტურში "ნაპოლი" "სასუოლოს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

63 წლის იტალიელის თქმით, მისი გუნდის გამარჯვება სწორედ ქართველი გარემარბის დამსახურებაა.

"ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც ცენტრიდან დრიბლინგი პეპლის სიმსუბუქით დაიწყო, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ოსიმენის გოლიც, მიუხედავად ორი გაცუდებული მომენტისა. აუცილებელია, რომ მეტი ბალანასი ვიპოვოთ, რადგან მუდამ მუდამ ამ 2 ფეხბურთელზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. რაც შეეხება ნიგერიელის ტრავმას, ხვალ ყველაფერი გვეცოდინება.

"აინტრახტი" ძლიერი გუნდია, მათთან მარტივი დაპირისპირება არ გველოდება, ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები და კომპაქტურად თამაშობენ, ცხადია, გერმანელებს ევროსარბიელზე გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს, მათ ხომ გასულ წელს ევროპის ლიგა მოიგეს. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი გადამწყვეტია, ჩემმა მოთამაშეებმა იციან, რაც უნდა გააკეთონ" - განაცხადა სპალეტიმ.

"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს" უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა