თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თეა წულუკიანი - საქართველოს ვულოცავ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას

ნახვები: 436 თეა წულუკიანი - საქართველოს ვულოცავ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას

საქართველოს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ბაკურიანში, ასეთი მასშტაბის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში დღემდე არასდროს ჩატარებულა, რაც ძალიან დიდი პატივია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

„ყველამ იცით, რომ ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ასეთი მასშტაბის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში დღემდე არასდროს ჩატარებულა. ეს ძალიან დიდი პატივია და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ჩვენი მთავრობისთვის გამოცხადებული ძალიან დიდი ნდობაა, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. დღეს მთელი მსოფლიო არის შეკრებილი ბაკურიანში, ამიტომაც მივესალმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს, სპორტსმენებს, ჩვენს სპორტსმენებს, ეროვნულ ფედერაციას. პირველ რიგში, სწორედ მათ, ვინც უნდა იასპარეზოს, ვუსურვებ მომდევნო დღეებში მშვიდობიან შეჯიბრს და რა თქმა უნდა, წარმატებებსა და გამარჯვებებს.

ჩვენი მთავრობის სახელით, მინდა, სიხარულით ვთქვა, საქართველო რომ ღირსეულად ყოფილიყო წარმოდგენილი ბაკურიანში ამ ჩემპიონატისთვის, არაერთმა უწყებამ და მთავრობამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საოცარი გუნდურობით იმუშავა. ეს არ გახლავთ მხოლოდ შეჯიბრი და დღევანდელი ზეიმი. ამის უკან დგას უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული განვითარება ბაკურიანისა და საქართველოსთვის. ეს იყო არაერთი ადამიანის ძალიან დიდი ძალისხმევა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ყველამ ერთად ეს შევძელით.

ინფრასტრუქტურულ პროექტს სრულად უძღვებოდა საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო ყურადღებისა და ხელშეწყობის წყალობით, ასევე ეკონომიკის სამინისტრო თავისი არაერთი სააგენტოთი და მინდა, ვუთხრა მათ უღრმესი მადლობა. მადლობას ვუხდი ასევე სპორტის სამინისტროს, ყველა იმ თანამშრომელს, ვინც იყო ამაში ჩართული. ასევე ჩვენს ეროვნულ ფედერაციას და ასევე მთავარ სპონსორს კერძო სექტორიდან „სილქნეტს“. გისურვებთ ყველას გამარჯვებას და მშვიდობიან საქართველოში კიდევ ბევრ განვითარებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი ბაკურიანში 5 მარტის ჩათვლით გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა