თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის შესაჩერებლად

ნახვები: 377 ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის შესაჩერებლად

ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, ეს არის დამანგრეველი ომი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის შესაჩერებლად, ალტერნატივა მშვიდობას არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს დისკუსიის სპიკერმა, კრისტოფ ჰეუსგენმა მას მიმართა კითხვით, „რა გავლენა იქონია კონფლიქტმა თქვენს ქვეყანაზე და რას იტყვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თაობაზე? რაიმე ხდება ამ მიმართულებით?“ რაზეც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ყველა ჩვენგანისთვის არის დიდი გამოწვევა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა.

„მადლობას მოგახსენებთ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ და ეს უკვე არის წარმატება და წარმატებული შემთხვევა. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები – აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთს ორი სამხედრო ბაზა გააჩნია ჩვენს ტერიტორიაზე. მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა, თუმცა, როდესაც 2012 წელს ჩვენ მოვედით ძალაუფლებაში, ძალიან ბევრი ძალისხმევა განვახორციელეთ დეესკალაციის კუთხით.

დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია. გასულ წელსაც, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ვიტყვი შემდეგს – ყველაზე აქვს გავლენა ამ ომს უკრაინაში. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, ეს არის დამამგრეველი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად. ალტერნატივა მშვიდობას არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო სამშვიდობო კონფლიქტის მოგვარებას მიჰყვება.

„სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო-ს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისას გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენსავე ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა. ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი გაგრძელდა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში. ამიტომ, ვიტყოდი ძალიან ცუდი სიგნალი იყო ეს, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. ეს ომი თუ გაგრძელდება, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება მას. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება და ვიტყოდი, რომ ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო, –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მშვიდობიანი გეგმა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო-ს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისთვის გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენსავე ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და რუსეთს კვლავ აქვს სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა.

ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა რუსეთთან, ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ის, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. ეს ომი თუ გაგრძელდება, ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა